"დღეს საქართველოს სიყვარული დასჯადია" - აქცია გორში
ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გორშიც გაიმართა. მოქალაქეები საპროტესტო ბანერებით ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, რომლებსაც თბილისიდან ჩასული მწერლები და გამომცემლების შეურთდნენ. მათ მოქალაქეებს წიგნები და ზვიად ცეცხლაძის გამოცემული გაზეთები დაურიგეს.
ყოველი დღე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ამ წინააღმდეგობის მოძრაობის. მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა არის ახალი არჩევნები, უკანონო პატირების გათვაისუფლებადა რაც უმნიშვნელოვანესია, საქართველოს მოშორება რუსეთის ორბიტიდან. ამ ბანერზე არის წარწერა, რომ „დაბომბილი გორი ბოდიშს არ იხდის“. ამ ქალაქმა კარგად იცის, როგორია წინააღმდეგობის ფასი და როგორია თვითონ ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ, - ამბობს ზვიად კვარაცხელია.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ