პროტესტის ახალი ტალღა - მოქალაქეები "ოცნებას" აქტიურ თებერვალს უანონსებენ

09.02.25 20:20
პროტესტის ახალი ტალღა - მოქალაქეები "ოცნებას" აქტიურ თებერვალს უანონსებენ

პროტესტის 73 დღეს რეჟიმს ნერვებმა უმტყუნა. გადაკეტილი რუსთაველი ხალხისგან ივანიშვილის პოლიციამ ასე გაწმინდა: უწყვეტი პროტესტით გაღიზიანებულმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ხალხს ისევ ნიღბიანები დაუპირისპირა. უკანონო დააკავებების, ჯარიმების და ტერორის მიუხედავად კი პროტესტი არ ჩერდება - ოლიგარქის რეჟიმთან შეგუებას არავინ აპირებს, ამიტომ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები "ოცნებას" აქტიურ თებერვალს უანონსებენ.

კალენდარზე უკვე მონიშნულია მნიშვნელოვანი 4 თარიღი - 12 თებერვალი, 15 თებერვალი, 18 თებერვალი და 7 მარტი. რეპრესიებით "ოცნება" ცდილობს, პროტესტი 18 თებერვლამდე ჩაახშოს და ოლიგარქის დაბადების დღეზე ქუჩაში პროტესტის ხმა აღარ ისმოდეს. თუმცა, საქართველოს ევროპული მომავლის მცველები გაჩერებას არ აპირებენ. რუსული დიქტატურის გამყარების წინააღმდეგ ხვალხი ქუჩაში 15 თებერვალს 18:00 საათზე გამოვა, პროტესტის მეასე დღეს, 7 მარტს კი ხალხი მსვლელობით მთელს ქალაქს მოივლის.

ხვალიდან კი თბილისში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყება. მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდებიან და ეს პროტესტი ყველა სფეროს მოიცავს. პირელი, ვინც ამ პროტესტში ჩაერთვება, კულტურის სფერო იქნება. ხვალ მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები და მოცეკვავეები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით გამოვლენ -  უწყვეტი პროტესტის 75 დღეს მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები იქნება.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.