შაბათის ეთერმა მოძალადე პოლიციელები გაშიფრა - რატომ დუმს კაციტაძის უწყება

შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის მიერ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანთან ჩაწერილი ინტერვიუ, იურისტებისთვის არის მძიმე დანაშაულის აღიარებითი ჩვენება. თემურ კუპატაძის მოადგილე ნიკოლოზ სამარღანიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეების ცემა და სახის ძვლების მტვრევა მისთვის სპორტია. 2 თებერვალს, თბილისი მოლთან, შაბათის ეთერის ტელე-ოპერატორის გადაღებული ექსკლუზიური კადრები არის პირდაპირი მტკიცებულება ხარებას წინააღმდეგ, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც თავდახილ მოქალაქეს წიხლს ურტყამს. კადრებში ჩანს, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი სამარღანიშვილი და ზვიად ხარაზიშვილი ერთად აკონტროლებდნენ მოქალაქეებზე ძალადობას. კადრების გაშიფვრის შემდეგ იურისტები სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულზე საუბრობენ.
ახლა საინტერესოა, ვისი გადაწყვეტილებით გამოუშვეს მომიტინგეების წინააღმდეგ ერთ დროს ნარკოსკანდალის გამო პოლიციის უკანა რიგებში გადაყვანილი მაღალჩინოსანი. ნიკოლოზ სამარღანიშვილის სახელი ბევრ სკანდალს უკავშირდება, მათ შორის კორტების საქმეს, სადაც იური ვაზაგაშვილი "ტყუპ ძმას" შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა. სამარღანიშვილი ასევე ფიგურირებდა 2021 წლის ივლისში ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებაში. მაშინ მელია ამბობდა, რომ სამარღანიშვილი ნარკოზემოქმედების ქვეშ იყო და მისგან ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებას მოითხოვდა.
საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი სამარღანიშვილზე დასმულ კითხვებს გაექცა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა სისტემის შიგნით ვითარება უმძიმესია, ამიტომ მოუწია ვახო გომელაურს თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ წინა ხაზზე ნიკოლოზ სამარღანიშვილი გაეშვა. "ეს არის ქართული პოლიციური სისტემის ლპობა" - ოპოზიციის თქმით, "ქართული ოცნება" აწინაურებს და წინა ხაზზე უშვებს მათ, ვინც ყველაფერზე წამსვლელია და მზად არის, შვილების თაობას სასტიკად გაუსწორდეს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.