რეჟიმის მორჩილი მოსამართლის სახლთან ჩატარებული აქციის გამო 9 ადამიანს პატიმრობით ემუქრებიან - როგორი იქნება ვერდიქტი
რეჟიმის მორჩილი მოსამართლის სახლთან ჩატარებული აქციის გამო ცხრა ადამიანს პატიმრობით ემუქრებიან. სიაში არიან ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი, მომღერალი და სამოქალაქო აქტივისტი. მზია ამაღლობელის მხარდამჭერებს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ, 12:00 საათზე გამოუტანს.
კლანის წევრი მოსამართლე ციცინო მოსიძე 12 სააათზე იტყვის, 60 დღით გამოამწვდევს ციხეში რეჟიმის მოწინააღმდეეგებს თუ ფინანსური სანქციით დაკმაყოფილდება. იმ დროს, როცა ერთი მოსამართლის ჩაბნელებულ სახლთან აქციის მოწყობის კანონიერებაზე იმსჯელებს მოსამართლე, სასამართლოს გარეთ აქცია იქნება. ხვალაც ივანიშვილის ე.წ ხელისუფლება ქუჩიდან გაიგებს, რომ ქვეყანაში ახალი არჩვენები უნდა ჩატარდეს და რეჟიმის პატიმრებმა ციხე უნდა დატოვონ.
9 ადამიანი, ვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გამოუწერა არიან:
- ➢ გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
- ➢ ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, ქართველი ჯაზის მომღერალი;
- ➢ ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
- ➢ ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;
- ➢ ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
- ➢ მაია ცირამუა - ფსიქოლოგი;
- ➢ ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი;
- ➢ გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
- ➢ ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.