ბიზნესმენების ბოიკოტი მერიას - კალაძე იძულებულია, რუსთაველის რეაბილიტაცია შავ სიაში შეყვანილ კომპანიას მიანდოს
თბილისის მერიას ბიზნესის ბოიკოტი დიდ თავისტკივილად ექცა. რუსთაველის გამზირის გადათხრის გეგმა დროში იწელება. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია გამოჩნდა და ისიც მერიის მიერ დაწუნებული და შავ სიაში შეყვანილი კომპანიაა.
დედაქალაქის მერია ახლა არჩევანის წინაშეა: ან დაბლოკილ კომპანიასთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება, ან ტენდერი ისევ თავიდან გამოაცხადოს. "დინ გრუპის" ერთ-ერთი მფლობელი რეჟიმის დამფინასებელთა სიაშია. თუ კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მას მწვანე შუქს აუნთებს, კომპანია სამუშაობს ოპერიდან თავისუფლების მოედნამდე დაიწყებს, პარლამენტის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა შევა, რაც საპროტესტო აქციების ჩატარებას გამორიცხავს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ