ახალი თეატრი ოზურგეთშია - მოქალაქეებმა მსახიობებს მადლობა გადაუხადეს
დაშინების და მუქარის მიუხედავად, ოზურგეთის ცენტრალური მოედანზე ხალხი მაინც გავიდა. ადგილობრივებმა ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს მოუსმინეს, რომელსაც "ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას" ჰქვია. ხელოვანები ივანიშვილის რეჟიმს სინდისის პატიმრების გათავისუფლებას სთხოვენ. ახალი თეატრის პროტესტს შეუერთდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დასიც.
მანამდე იყო მუქარა - ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ქეთევან ხომერიკი სოციალურ ქსელში ახალი თეატრის მისამართით წერდა : "აბა, გაბედეთ და ჩამოდით!", თუმცა აქცია-მანიფესტი მაინც შედგა.
ღონისძიება ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოქალაქეები მსახიობებს ბრძოლისთვის მადლობებს უხდიდნენ და "ცეცხლი ოლიგარქიას!" სკანდირებდნენ. ხელოვანებმა მოისმინეს ადგილობრივების პრობლემებიც.
წარმოუდგენელი ემოციაა და წარმოუდგენელი ხალხის ოდენობა და მადლობა ოზურგეთს რომ ასე დაგვხვდით და ასე სწორედ გაიგეთ ყველაფერი. ძალიან მაგარი იყო და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ეს მუხტი აუცილებელია და ყველაფერი კარგად იქნება, - თქვა მანიფესტის დასასრულს დავით დოიაშვილმა.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ