ვერ შეგვაშინებთ! - პროტესტის 74-ე დღეს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ისევ იკრიბებიან

09.02.25 20:49
ვერ შეგვაშინებთ! - პროტესტის 74-ე დღეს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ისევ იკრიბებიან

პროტესტის 74-ე დღე - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ამ წუთებში მოქალაქეები ტრადიციული მოთხოვნით იკრიბებიან - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და  ციხეებიდან გამოუშვან უკანონო ტყვეები. "ოცნების" რეპრესიების მიუხედავად, ხალხი არ შინდება და ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ადამიანების რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. რუსთაველზე შეკრებილებს შეუერთდებიან საპროტესტო მარშების მონაწილეებიც. 

ვერ შეგეშინდება იმის, რაც არასწორია. მგონია, რომ საქართველოში არ ვართ ადამიანები ისე გაზრდილი, რომ რაღაცის შეგვეშინდეს, როცა ვიცით, რომ ნორმალურად უნდა ვიმოძღავოთ ევროპისკენ, განვითარებისკენ. განვიტარებისკენ ვერ ვიმოძრავებთ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში გვაქვს ასეთი მდგომარეობა, როცა რამდენიმე ათეულ ათასს თუ ათასს ტერორისტს ოკუპირებული აქვს ქვეყანა და ცდილობენ, წაიყვანონ ისე, როგორც გაუხარდებათ. ასე ვერ გამოვა. ვერ წარმომიდგენია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც მოაჯდება რუსეთი და მოასხდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ახლა არალეგიტუმურ მთავრობაში არიან, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.