ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო ვაკე-საბურთალოს გაზმომარაგება შეუწყდა- “თბილისი ენერჯი“
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური 500 მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე -საბურთალოს ამარაგებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.
ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
27.10.26 13:22
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ