500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება - თბილისი ენერჯი

10.02.25 11:16
 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება - თბილისი ენერჯი

დიდი ავარია თბილისში - 150 ათასი აბონენტი ზამთრის ყინვაში გაზის გარეშე დარჩა. "თბილისი ენერჯი" წერს, რომ ამ დროისათის 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია და მოქალაქეებს გაზმომარაგება ეტაპობრივად აღუდგებათ. 

დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია. 
გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ამისთვის თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან. 
შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა.
ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. 
ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. 
გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ. 
თბილისი ენერჯი კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო. 
გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამ დრომდე ისევ დაუდგენელია, როგორ დაზიანდა მიწაში ჩადებული მაგისტრალური გაზსადენი. თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გაზსადენი მესამე პირმა დააზიანა. შემთხვევა ვაშლიჯვარში მოხდა. ადგილზე მისულ საავარიო ჯგუფს გაზსადენი ამოთხრილი დახვდა. 

მსგავსი სიახლეები