პროტესტი სეუში - სტუდენტები ღამეს ქუჩაში, ყინვაში ათევენ

10.02.25 12:07
პროტესტი სეუში - სტუდენტები ღამეს ქუჩაში, ყინვაში ათევენ

პროტესტი არ ჩერდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. სტუდენტები უკვე 17 დღეა სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორისაა მათი მეგობარი ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც რეჟიმს სისხლის სამართლის მუხლით ჰყავთ დაკავებული. სტუდენტები ზამთრის ყინვაში ქუჩაში გამოხატავენ პროტესტს, რადგან ადმინისტრაცია მათ შენობაში აქციის მოწყობის უფლებას არ აძლევს. შენობის შესასვლელში მათ გამათბობლები აქვთ მიტანილი. გაკრულია პოლიტიკური პატიმრების სიაც. 

ჩვენთვის ეს კანონი, რომელიც ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო, არაფერს ნიშნავს. ჩვენი პროტესტი მანამდეც გარეთ იყო და ისედაც გარეთ გრძელდება. როდესაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მოვხვდეთ აუდიტორიაში, რომელიც დაკავებული აქვთ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ შიგნითაც პროტესტს, უბრალოდ, ეს არის ფორმა, რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ რეჟიმის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას. ჩვენ ვითხოვთ ყველა რეჟიმის პატიმრის გათავისუფლებას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ირაკლი იქნება, მზია ამაღლობელი იქნება თუ ქათამაძე, ჩვენთვის ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, - ამბობს პროტესტის მონაწილე სტუდენტი.