საქალაქო სასამართლოში რეპრესიები გრძელდება - ვისი პროცესები გაიმართება

10.02.25 12:21
საქალაქო სასამართლოში რეპრესიები გრძელდება - ვისი პროცესები გაიმართება

რეჟიმის რეპრესიები გრძელდება სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის პროცესი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. მიზეზი მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევაა. სხდომა 7 მარტს ჩაინიშნა. 

ბრალდებულებს რუსთაველის გამზირზე 14 კამერის დაზიანებას ედავებიან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული მზადაა, ზარალი აანაზღაუროს, რეჟიმი ევროპული მომავლის მცველებს 7 წლამდე პატიმრობით ემუქრება.

დანიშნულია 11:00 საათზე საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა, თუმცა დიდწილად ეს ფორმალური ხასიათის იქნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება მორიგებასთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პროკურატურის მხრიდან მიღებული არ იყო. შესაბამისად, ჩვენი შაუმდგომლობის შინაარსი იქნება სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნა იმ ვადით, რაც დასჭირდა საპროცესო შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, - ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე. 

მედიის ყურადღების ცენტრშია სასამართლოს კიდევ სამი დარბაზი. გზის გადაკეტვის გამო პროცესები ჩაუნიშნეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, მსახიობ ანა ტყებუჩავას და სამოქალაქო აქტივს ნენსი ვოლანდს.

დღესვე სასმართლოში მივა პოლიტიკოსი გიგი უგალავაც, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეს, სტრატეგიული მნიშვნელობის კვანძის გადაკეტვას ედავებიან.