საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა
საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენებიგს პრაქტიკა.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სახის ამომცნობ კამერებს აქტიურად იყენებს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სახის ამომცნობ კამერებს აქტიურად იყენებს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. სამართალდარღვევის საქმეებში სასამართლო ხშირად მხოლოდ ამ კამერების მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს, არ აფასებს მათი მოპოვების კანონიერებას, ასევე პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.
შეკრების უფლების დარღვევის მზარდი პრაქტიკის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეისწავლოს:
წინასწარ განხორციელდა თუ არა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები;
რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან, - აღნიშნულია განცხადებაში.