“თბილისი ენერჯი“ განმარტავს, რატომ სჭირდება დრო, ყველა გათიშული აბონენტის გაზით მომარაგებას
“თბილისი ენერჯი“ განმარტავს, რატომ სჭირდება დრო, ყველა გათიშული აბონენტის გაზით მომარაგებას.
“თბილისი ენერჯის“ მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მელანო მაისურაძე ამბობს, რომ იმისთვის, რომ დაზიანება აღმოფხვრილიყო, საჭირო გახდა, მილი გაზისგან დაცლილიყო.
“გათავისუფლდა მაგისტრალი გაზისგან, რამაც უგაზოდ დატოვა მაგისტრალზე დაერთებული მთლიანი ქსელი“, - აცხადებს მელანო მასიურაძე.
დაზიანება რომ აღმოფხვრილიყო, საჭირო იყო გაზის მილის დაცლა გაზისგან. ამიტომ გათავისუფლდა მაგისტრალი გაზისგან, რამაც უგაზოდ დატოვა მაგისტრალზე დაერთებული მთლიანი ქსელი. დაზიანების შეკეთების შემდეგ მაგისტრალში გაზი ისევ უნდა შევიდეს.
თქვენს სახლებამდე, ოფისებამდე, კორპუსებამდე გაზი პირდაპირ მაგისტრალიდან არ მოდის. თქვენამდე მოსასვლელად მას გზაზე "ეღობება" ბევრი ონკანი.
იმისათვის, რომ ქსელში გაზი შევიდეს შესაბამისი წნევით და უსაფრთხოდ მიეწოდოს გაზი ყველას, საჭიროა მაგისტრალიდან თქვენს შენობამდე არსებული ყველა ონკანი ჯერ გადაიკეტოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ გაზი მოვა თქვენს კორპუსამდე და არ შემოვა თქვენს კორპუსში უშუალოდ, მას ხელს შეუშლის ჩვენს მიერ დაკეტილი ონკანი“,- ამბობს ის.
კითხვაზე: რისთვის არის საჭირო ონკანების გადაკეტვა, მაისურაძე აცხადებს, რომ “კორპუსში გაზის შეშვებამდე, ჯერ უნდა გადამოწმდეს ონკანი, შემდეგ კი კორპუსში არსებული ქსელი, ჰერმეტულობაზე.“
იმისათვის, რომ კორპუსში გაზის შეშვებამდე, ჯერ გადამოწმდეს ონკანის შემდეგ კორპუსში არსებული ქსელი ჰერმეტულობაზე.
შედარებისთვის რომ წარმოიდგინოთ - ბუშტს რომ ჩაბერავთ, თუ მას ნახვრეტი აქვს, მიხვდებით, ის არ გაიბერება.
ასე ჩაბერავენ კორპუსის ქსელს - თუ თქვენ ან თქვენს რომელიმე მეზობელს გაზზე მომუშავე რომელიმე დანადგარი დარჩენილი ექნება ღია მდგომარეობაში, სპეციალისტები ამას მიხვდებიან და კორპუსს გაზს არ მოაწვდიან.
ამიტომ გთხოვენ ყურადღებით ყოფნას და გაზის ონკანების დაკეტვას. ამით ხელს შეუწყობთ მომარაგების დროულად აღდგენას.
თუ რომელიმე ონკანი დაგრჩათ ღია, სპეციალისტები ჩამოივლიან ბინა-ბინა და ღია დანადგარს რომ იპოვიან და დარწმუნებიან ქსელის სრულ ჰერმეტულობაში, მხოლოდ მას შემდეგ გადახსნიან იმ ონკანს, რომელმაც გაზის მოსვლას თქვენს ბინამდე "ხელი შეუშალა". ასეთი ონკანი ქსელში უამრავია.
თავის მხრივ, ამ ონკანებამდე გაზის მიწოდებაც შესაბამისი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. გაზი არ აქვს 150 000 აბონენტს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს უამრავ შენობაში. ჯერ დასაკეტია და შემდეგ გასაღებია უამრავი ონკანი. სწორედ ამიტომ სჭირდება ჩართვას უფრო დიდი დრო, ვიდრე დაზიანების შეკეთებას, - განაცხადა მაისურაძემ.