ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 500 ლარით დააჯარიმა.
დღევანდელ სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა ენუქიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.
გაფრინდაშვილ ადმინისტრაციული სახდელის გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს, რადგან "პრინციპს ეხება".
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.
კერძოდ კი იმას, რომ ის 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ