გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 12 თებერვლისთვის გადაიდო
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო - სანქცირებულმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ საქმეზე გადაწყვეტილება 12 თებერვალს გამოცხადდება.
მანამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და მისმა ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
ეს არის ფარსი. კონვეერივითაა ჩალაგებული პროცესები 15, 16 17 იანვარის. ვიღაც სადისტი ზის კამერებთან აზუმებს დახედავს, ფენტეზის ჟანრის ფილმია, ამოიღეს სამიზნეში ის ადამიანები ვინც ყველაზე აქტიურები იყვნენ. რეპრესიული მანქანის მთავარი რგოლია სასამართლო, ასე რომ არ იყოს ვერ გაბედავდნენ ნიღბიანები ხალხის ცემას. თქვენი ხელით ხდება ფინანსური ტერორი მოქალაქეების. ლუდის ჩეკებივით უწერთ 5 ათას ლარიან ჯარიმებს. ჩემი პასუხი არის ის რომ არ ვაპირებ არაფრის გადახდას, რომელიც წინასწარ ვიცით ყველამ რომ გამოწერთ“, - განაცხადა პროცესზე გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.
კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.