საზოგადოება მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - როგორია სოციალური კვლევის შედეგები
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ერთპარტიულმა მმართველობამმ განაპირობა-ეს აჩვენა გამოკითხვამ, რომელიც სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა.
ხალხი ქვეყნაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელ ძირითად აქტორად ივანიშვილს და მის პარტიას ასახელებს.
რესპონდენტთა 60 პროცენტზე მეტი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მწვავედ დგას სოციალური საკითხები, მთავარ პრობლემად მაღალი ფასები და უმუშევრობა გამოიკვეთა.
18 -იდან 23 იანვრამდე პერიოდში ჩატარებულ კვლევაში უმრავლესობა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს გულშემატკივრობს.
ისევ მაღალია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველი- გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 55 პროცენტამდე თვლის, რომ “ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რუსეთის, ჩინეთის და ირანის ინტერსების გატარებას ემსახურება.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ