საპატიმროებში შედიან ვიღაც ადვოკატები (სუსის) და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე- ანდრო ჭიჭინაძის დედა
სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოცილაურ ქსელში წერს, რომ “საპატიმროებში შედიან ვიღაც ადვოკატები (სუსის) და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე“.
გუნცაძის ინფორმაციით, სინდისის პატიმრებიდან ვიღაც დათანხმდა, ნაწილმა კი უცხო ადვოკატთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
“ესაა ზეწოლა პატიმრებზე! ზომებია მისაღები!",- წერს გუნცაძე.
საპატიმროებში შედიან ვიღაც ადვოკატები (სუსის) და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე ! პირდებიან საპროცესოს ან განთავისუფლებას იმის ხარჯზე რომ აღიარონ და დაწერონ ის რაც არ ყოფილა! დაასახელონ პოლიტიკოსების გვარები და ჩაუშვან ვითომ და ერთმანეთი. როგორც ვიცი ვიღაც დათანხმდა ვიღაცეებმა უარი განაცხადეს უცხო ადვოკატებთან შეხვედრაზე. ერთ ერთი ასეთი ადვოკატია დავით გამყრელიძე ! ოჯახთან შეუთანხმებლად ჩუმად შედის პატიმრებთან! კიდევ არიან სხვა ადვოკატებიც უცხო! ესაა ზეწოლა პატიმრებზე! ზომებია მისაღები!", - წერს გუნცაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, ოჯახთან შეუთანხმებლად, ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა, რომელიც ჯავახიშვილს დანაშაულის აღიარებას სთხოვდა.