ახობაძის, კაციასა და ჩეჩინის საქმე- არასამთავრობოებმა ნარკოტიკების ჩადების სავარაუდო სქემაზე და პროცესში ჩართულ პირთა სიაზე ისაუბრეს

10.02.25 15:15
ახობაძის, კაციასა და ჩეჩინის საქმე- არასამთავრობოებმა ნარკოტიკების ჩადების სავარაუდო სქემაზე და პროცესში ჩართულ პირთა სიაზე ისაუბრეს

 

 

ნარკოტიკების ჩადება, როგორც სადამსჯელო მექანიზმი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ- არასამთავრობო სექტორი რეჟიმის საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სამი პირის - გიორგი ახობაძის, ნიკა კაციასა და ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეების საერთო მახასიათებლებზე საუბრობს.

როგორც ენჯეოს წარმაომადგენლები ამბობენ, აქციების სამივე მონაწილის წინააღმდეგ გამოძიებები ე.წ. კონფიდენციალური წყაროს საფუძველზე დაიწყო, რომლის "სანდოობასაც" მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები ადასტურებს. 

წარმოგიდგენთ აქციის მონაწილების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების რამდენიმე საქმის შეფასების შედეგებს. კონკრეტულად სამი საქმის შეფასებას, სადაც ვფიქრობთ, რომ მოხდა, დიდი ალბათობით, ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადება და ეს პრაქტიკა გამოყენებული იქნა, როგორც სადამსჯელო მექნიზმი და ეს მანკიერი პრაქტიკა გამოიყენება ბევრი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში.

ეს საქმეებია - ნიკოლოზ კაციას, გიორგი ახობაძის და ანტონ ჩეჩინი საქმე. ჩვენი შეფასებით, ამ გამოძიების მიზანს წარმოადგენს არა ნარკოტიკული და ეფექტური პოლიტიკის გატარება, არამედ კონკრეტული პირების დასჯა და იმ საპროტესტო აქციების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ საქმეებში არის რამდენიმე საერთო მახასიათებელი. პირველი არის ის, რომ ყველა ეს ადამიანი აქტიურად ფიგურირებდნენ აქციებში. კიდევ ერთი მახასიათებელია, რომ სამივე პირის ჩხრეკა ჩატარებულია არა სასმართლოს წინასწარი თანხმობით, არამედ გადაუდებელი აუცილებლობსი საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ, პოლიციამ წარმოადგინა დასტური სამსართლოს მხრიდან.

სამივე საქმეში ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტს ადასტურებს, მხოლოდ პოლიციელი, ასევე სამივე საქმეში ჩხრეკა ჩატარებულია მოწმეების დასწრების გარეშეც. სამივე მათგანის ჩხრეკა ჩატარებულია ვიდეოჩანაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე.

სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ასევე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე და ამ ბრალდებულების ინტერესები გათვალისწინებული არ იქნა. არცერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს. ასევე, საქმეებში, საგმოძიებო ორგანოების მიერ, დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა, ისეთი მტკიც ებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმეში. როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების შემტევვაშიც, აღკვეთი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ამ საქმეშიც არ იქნა ჯეროვნად დასაბუთებული და ფაქტობრივად, პროკურატურას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია იმისთვის, რომ ეს ადამიანები წინასწარ პატიმრობაში ყოფილიყვნენ“, - განაცხადეს საგანგებო ბრიფინგზე. 

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა იმ პირთა სია გაასაჯაროვეს, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქალაქო აქტივისტებისთვის ყალბი ბრალდების შეკერვაში.

პროკურორები: შმაგი გობეჯიშვილი, ნუგზარ ჭიტაძე.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები: ლევან ტაბიძე, ალექსი კობერიძე, რევაზ ზირაქაშვილი, გიორგი ხარგელია, გიორგი გურეშიძე, გიორგი ლობჟანიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, პაატა მჭედლიშვილი, ლაშა თავაძე, ემილ კუპრავა, მირზა ჯაფარიძე, ლაშა ხარხელაური, გიორგი როსოფიძე, არჩილ ნაცვლიშვილი, ედგარ ოგანესიანი, გიორგი ჩიკვაიძე, ზურაბ რუსიშვილი.
მოსამართლეები: არსენ კალატოზიშვილი, სპარტაკ პავლიაშვილი, ლელა მარიდაშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, მზია გარშაულიშვილი, ანა შამათავა.