შემოგზავნილი ადვოკატი მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია - ნიკოლოზ ჯავახიშვილი

10.02.25 15:25
შემოგზავნილი ადვოკატი მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია - ნიკოლოზ ჯავახიშვილი

გლდანის ციხეში მოშიმშილე პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მასთან 7 თებერვალს შესული იყო ადვოკატი, რომელიც არწმუნებდა, რომ ეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც მა არ ჩაუდენია და ასევე სხვებისთვისაც დაედო ხელი.

როგორც ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, ადვოკატი მის დარწმუნებას ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

“რა თქმა უნდა, მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო“, - წერს ჯავახიშვილი.

ჩემთან 7 თებერვალს შემოსული იყო ვინმე დავითი გამეცნო როგორც ადვოკატი, რომელიც არ იყო ჩემი ოჯახის მიერ დაქირავებული ან შემოგზავნილი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა, მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო ასეთი არაკაცური საქციელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალების, როცა მსგავსი არაფერი ჩამიდენია, არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს ან რა განზრახვა ამოძრავებდა“, - წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, ოჯახთან შეუთანხმებლად,  ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა, რომელიც ჯავახიშვილს დანაშაულის აღიარებას სთხოვდა.

მსგავსი სიახლეები