ჯგუფ “დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა
ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
სანქცირებული მოსამართლის, ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
5 ათასი ლარით დამაჯარიმეს, მტკიცებულებები იყო რამდენიმე ვიდეო, საათნახევრიანი, იქ იყო ჩემი მონაკვეთიც, სადაც ვდგავარ და ინტერვიუს ვაძლევ. ჩემი მხრიდან მეც წარვადგინე მტკიცებულება, რომ მე მასინ შევუერთდი აქციას, როცა უკვე გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი. ემზადებიან კრიზისისთვის, როგორც ჩანს, ამით შეავსებენ ბიუჯეტს და გადაუხდიან ხელფასს ადამიანებს, რადგან ვიცით, რომ კრიზისისკენ მივდივართ. ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო, გავასაჩივრო საქმე“, - ამბობს ვოლანდი.
მისივე თქმით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
ნენსი ვოლანდს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.კერძოდ კი იმას, რომ ის 26 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ