ვინ ჩააგდო საფრთხეში საქართველოს ეროვნული ინტერესები და ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება? - პროკურატურა საგამოძიებო ჯგუფს ქმნის

10.02.25 16:01
ვინ ჩააგდო საფრთხეში საქართველოს ეროვნული ინტერესები და ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება? - პროკურატურა საგამოძიებო ჯგუფს ქმნის

ნანა კაკაბაძის, ვატო შაქარაშვილის, ლევან ნიკოლეიშვილის და მათი კიდევ ორი თანამოაზრის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით გამოძიება დაიწყო.

ივანიშვილის მომხრე ე. წ. ექსპერტებმა  ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას ორი დღის წინ შეატყობინეს, რომ ქვეყნის ინტერესები საფრთხეშია.

ვინ ჩააგდო საფრთხეში საქართველოს ეროვნული ინტერესები და ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება გაბიტაშვილის უწყება არ ამბობს, თუმცა მინიშნებებით ამბობს “ქართული ოცნება“, კერძოდ კი, ირაკლი ზარქუა, რომელიც ამტკიცებს, რომ პროკურატურა ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

აქ არის ყველა იმ ორგანიზაციაზე, მათ შორის ვინც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, სადაც დაფიქსირდება, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში და გადატრიალებაში იღებდა მონაწილეობას, პროკურატურა თავის სახელს დაარქმევს. ნათლად დავინახოთ სურათი, რას ემსახურებოდა ეს დაფინანსებები, ყველა იყო ჩართული ფაქტობრივად, უსამშობლოების მეტი რა არის“,  -თქვა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძე, შაქარიშვილი, ნიკოლაიშვილის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ საგამოძიებო ჯგუფი შექმნა.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები