ანა ტყებუჩავას საქმეზე გადაწყვეტილება 18 თებერვალს გამოცხადდება
მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება 18 თებერვალს გამოცხადდება.
სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ დაასრულა მსახიობ ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.
მსახიობს შსს 9 იანვარს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 18 თებერვალს, 17:10-ზე გადაიდო. მოსამართლე ნინო ენუქიძე ამავე დღეს, 17:00-ზე გამოაცხადებს მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილებას.
მსგავსი სიახლეები
27.10.26 13:22
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ