9 დემონსტრანტის საქმე - მოსამართლემ ყველა მათგანს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრა
გამოხატვის თავისუფლებისთვის გასამართლებულ 9 პირს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ. გადაწყეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმ 9 პირის პროცესი გაიმართა, რომელთაც მოსამართლის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია გამართეს. განსასჯელის სკამზე დღეს ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები და მომღერლები ისხდნენ.
მსგავსი სიახლეები
27.10.26 13:22
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ