კრიზისის თავიდან ასაცილებლად - რუმინეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა
რუმინეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
“რუმინეთისა და რუმინეთის მოქალაქეებისთვის კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მე რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
ცნობისთვის, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა.
არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლაუს იოჰანისი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 21 დეკემბერს ამოეწურა, თანამდებობაზე ახალი პრეზიდენტის არჩევამდე უნდა დარჩენილიყო.
რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ