შეგზავნილი ადვოკატი საკნებში - რეჟიმი სინდისის პატიმრების გატეხვის ახალ ეტაპზე გადავიდა
რეჟიმი სინდისის პატიმრების გატეხვის ახალ ეტაპზე გადავიდა - მოშიმშილე პატიმარ ნიკოლოზ ჯავახიშვილს მისთვის უცხო ადვოკატი სპეცმისიით შეუგზავნეს. დავით გამყრელიძე, რომელიც ნიკოლოზ ჯავახიშვილის ოჯახსაც კი არ შეთანხმებია, სინდისის პატიმართან შევიდა და ბრალის აღიარებას სთხოვდა. არწმუნებდა, რომ თუ სხვებს ხელს დაადებდა, სასჯელისგან გათავისუფლდებოდა.
როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ახლა შემოვლითი გზით ცდილობს პატიმრების გატეხვას. უგზავნიან ადვოკატებს და ცდილობენ შემსუბუქებული სასჯელის დაპირებით ჩაუდენელი დანაშაულის აღიარება მიიღონ.
სინდისის პატიმართან სწორედ ის იურისტი შეაგზავნეს, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით პოლიტპატიმრებთან საპროცესო შეთანხმებებს აფორმებს. დავით გამყრელიძემ საზოგადოებას თავი რკინის ჯებირების საქმეში ბოლო ეტაპზე ჩართვით დაამახსოვრა, როცა ყველა სხვა იურისტი პროცესს ჩამოაშორა და თავად გააფორმა საპროცესო შეთანხმება, აღიარებინა ბრალი ოკმელაშვილსა და მეფარიშვილს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ