მომღერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი, ფსიქოლოგი - მოსამართლემ ჩაქუჩის ერთი დარტყმით ყველა კანონდამრღვევად გამოაცხადა

10.02.25 20:13
მომღერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი, ფსიქოლოგი - მოსამართლემ ჩაქუჩის ერთი დარტყმით ყველა კანონდამრღვევად გამოაცხადა

ოლიგარქის სამართალი და მორიგი სადამსჯელო პროცესი. ხალხი შეძახილებით შეხვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ციცინო მოსიძის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მომღერალი ნინო ქათამაძე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა და 5 პირი სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.

9 ადამიანის წინააღმდეგ საქმის წარმოება 26 იანვარს, მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. ხალხი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში ჩატოვებას აპროტესტებდა. 26 იანვრის აქცია შინაგანს საქმეთა სამინისტროს 6 თებერვალს გაახსენდა და 9 პირის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

რეჟიმი მომღერლებს, მასწავლებლებს, ჟურნალისტებს, ფსიქოლოგებს ასამართლებს და ედავება, რომ მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლის ბლოკირება მოახდინეს. არადა დღეს პოლიციელმა პროცესზე აღიარა, რომ აქციის დროს მოსამართლის სახლთან თავადაც მივიდა, მაგრამ იქ რაიმე ისეთი დარღვევა არ უნახავს, რაც მყისიერ რეაგირებას საჭიროებდა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.