აქციის არცერთი მონაწილე სასჯელის გარეშე - მოსამართლეები 5 000-ლარიან ჯარიმებს განმარტებების გარეშე წერენ

10.02.25 20:30
აქციის არცერთი მონაწილე სასჯელის გარეშე - მოსამართლეები 5 000-ლარიან ჯარიმებს განმარტებების გარეშე წერენ

აქციის არცერთი მონაწილე სასჯელის გარეშე - გრძელი რიგები სასამართლო დარბაზებთან და ერთი მეორეს მიყოლებით დაჯარიმებული ევროპული მომავლის მცველები. მოსამართლეები 5 ათას ლარიან ჯარიმებს ყოველგვარი განმარტებების გარეშე წერენ და ამით ცდილობენ, დააშინონ ხალხი და ჩაახშონ პროტესტი. პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი, დევნილი - ყველასთვის სასამართლო პროცესები მხოლოდ ფორმალობაა. 

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძემ ისე დააჯარიმა, რომ ცნობილი მედიკოსი იმ დღეს და იმ დროს აქციაზე საერთოდ არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილის სამართალდამრღვევად გამოცხადებას იმის გამო ითხოვდა, რომ 27 დეკემბერს საღამოს 20:00 საათსა და 17 წუთზე რუსთაველზე აქციაზე იდგა. ვაჟა გაფრინდაშვილმა სასამართლო დარბაზში დაამტკიცა, რომ ამ დროს ის სანაპიროზე მაკდონალდსში იყო, თუმცა მოსამართლემ მაინც ექიმი დააჯარიმა. 

5000 ათასი ლარით დააჯარიმეს აფხაზეთიდან დევნილი კახა აბშილავა, რომელიც სახელმწიფოსგან 45-ლარიან შემწეობას იღებს. მოქალაქის მძიმე სოციალური მდგომარეობა და მტკიცებულებების გარეშე მოსული შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები, მოსამართლე ნინო ენუქიძემ დააიგნორა და გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო აბშილავა სანქციის მაქსიმალური რაოდენობით დააჯარიმა.  

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.