ციფრებში ასახული ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობა
ციფრებში ასახული ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობა. მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და ამ კრიზისზე პასუხისმგებელი ივანიშვილი და მისი პარტიაა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ხალხის განწყობა იანვარში გამოიკითხა. შედეგები რეჟიმისთვის საგანგაშოა. გამოკითხულთა 62 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რატომ დგას ხალხი ქუჩაში მესამე თვეა და ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეა. 51 პროცენტი ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს ხმა ოპოზიციას მისცა. მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე სახეზეა ეკონომიკური კრიზისიც. სოციალური საკითხებიდან პირველ ადგილზე უმუშევრობა და მაღალი ფასებია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ