მშვიდობით სავსე ქალაქის განგსტერული ამბები - ხელჩართულ ჩხუბში, სავარაუდოდ, ბერას მეგობარი მონაწილეობდა

10.02.25 20:22
მშვიდობით სავსე ქალაქის განგსტერული ამბები - ხელჩართულ ჩხუბში, სავარაუდოდ, ბერას მეგობარი მონაწილეობდა

მოწმე, რომელმაც რესტორან ონორეში 90-იანი წლების ხელწერით საქმის გარჩევას თავად უყურა, "პირველებს" უყვება, რა ხდებოდა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თავშეყრის ადგილას.

ირკვევა, რომ ათობით სტუმრის თანდასწრებით ორჯერ ისროლეს. შეიარაღებული პირი, ვინც რესტორნის სტუმრები პანიკაში ჩააგდო, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, "კაწრო", იგივე ავთანდილ ბილანიშვილია. რესტორანში, თავდაპირველად, სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორება გოგოს გამო დაიწყო, რასაც უმისამართო სროლა მოყვა. 

"პირველების" მიერ მოპოვებული ფოტო ადასტურებს, რომ ადგილზე კრიმინალური პოლიცია მივიდა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, "კაწრო" ამ დრომდე არავის გამოუკითხავს. მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. ბერა ივანიშვილთან მეგობრობის გარდა, ნახალოვკები "კაწრო" კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის, მირიან ქავთარაძის ახლო მეგობარია. სავარაუდოდ, ამ გავლენების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში იმასაც კი არ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.