სერგი ბარამიძის მიმართ სასამართლომ ხულიგნობის ფაქტზე საქმის წარმოება შეწყვიტა - პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
"მთავარი არხის" ოპერატორ სერგი ბარამიძის საქმეზე მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა - სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში კი ბარამიძე სამართალდამრღვევად სცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
სერგი ბარამიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, იმ დროს დააკავეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. დაკავებამდე საპოლიციო ძალები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებიდან მალევე, სერგი ბარამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბარამიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა დაპოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ