"ქართველი ხალხი სამართალს ითხოვს" - საზმაუსთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველისკენ დაიძრნენ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პირველი არხის ხელმძღვანელობის გადადგომასა და მოქალაქეებისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ.
"მოუსმინეთ ხალხის ხმას, ქართველი ხალხი ითხოვს სამართალს, არ გავჩერდებით" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე დაკავებულ უკანონო მოქალაქეებს და მათ გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
კოსტავას ქუჩაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საგანგებო განცხადებაც გააკეთეს და მიმართეს პირველი არხის ხელმძღვანელობას და პირდაპირი ეთერის დათმობა დევნილებისთვისაც მოითხოვეს.
მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ კეთილსინდისიერება და დაუთმოთ ეთერი დევნილებს. მოგახსენებთ, დევნილმა ზამილ კვეკვესკირმა, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პასუხისმგებლობისგან ვერ თავისუფლება ვერც საზოგადოებრივი მაუწყებელი და მეტიც საკითხისადმი გამოჩენილი გულგრილობა წინააღმდეგობაში მოდის მის დანიშნულებასთან. განდევნილიყოს ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც დღეს შეგვიძლია. თქვენგან კი ველით ამ მინიმუმის დაკმაყოფილებას, დაუთმეთ ეთერი დევნილებს", - განაცხადეს პირველ არხთან შეკრებილმა მოქალაქეებმა.