რუსთაველის გამზირზე ხმაურია - პოლიციელებმა ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე ხმაურია - ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევენ.
პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ორ ადამიანს დაადეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.
ინტერვიუს ვაძლევდი, როცა დავინახე მოპირდაპირე მხარეს, როგორ ეჯაჯგურებოდა და მოათრევდა პოლიციელების კორდონი დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰყავდათ გამზადებული. ახლა ცდილობს პოლიციაეს უწყვეტი პროტესტი, რომელიც მერამდენე დღეა რუსთაველის გამზირზეა, როგორმე ჩაახშოს და რუსთველის გამზირი არ გადაიკეტოს.
ხალხის ის რაოდენობაა, რომ რუსთველის გამზირი უნდა გადაიკეტოს, მაგრამ რაც არ უნდა დააყენონ ეს ადამიანები კორდონში, ეს არ გაგრძელდება ესე. ესენი ცდილობენ ძალადობას და შეურაცხყოფას, საკუთარ მოქალაქეებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ეს ბრძოლა დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. იმ ადამიანების გამარჯვებით, რომელიც საკუთარ სამშობლოს იცავენ სიცივეში, ქარში", - ამბობს ბერდია სიჭინავა.