რუსთაველის გამზირზე კიდევ ორი ადამიანი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.
პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ჯამურად, სავარაუდოდ, 4 ადამიანს დაადეს ხელბორკილები.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.
ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევენ.
მსგავსი სიახლეები
27.10.26 13:22
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ