"დაკავების წესია" - მემანიშვილი აქციის მონაწილეების ძალისმიერი მეთოდებით დაპატიმრებაზე
დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი მოაბილიზეს.
პოლიციის მაღლაჩინოსანმა საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალისმიერი მეთოდებით დაპატიმრების საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს "დაკავების წესია".
დაკავების წესია ზოგადად ეგეთი, როცა დაკავებული წინააღმდეგობას გვიწევს. ის ხალხი დგას იქეთ, იქით დგომას არავინ არ უშლის. გზის სავალ ნაწილზე არ გადმოვიდნენ. ცდილობენ აქეთ გადმოსვლას და მაგ დროს დავაკავეთ. არავინ არ აწვება. გზაზე იყვნენ და ხელოვნურად კეტავდნენ გზის სავალ ნაწილს, ჩვენს მოწოდებას არ ემორჩილებოდნენ. საჭირო იყო ამ პოლიციელების მობილიზება", - ამბობს გოგა მემანიშვილი.
რუსთაველის გამზირზე ხმაურია - ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევენ.
პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ოთხ ადამიანს დაადეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.