პროტესტის 75-ე დღე - პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პროტესტის 75-ე დღე საქართველოში - სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
მანამდე, პოლიცია რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების ტროტუარზე შეკავებას ცდილობდა და დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. პოლიციამ ხელბორკილები, ჯამურად, სავარაუდოდ, 4 ადამიანს დაადო.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.
დემონსტრანტები სკანდირებენ: "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეებს", “ცეცხლი ოლიგარქიას”.
პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ