"დღეს იყო მცდელობა, რომ ჩვენი ხმა საბოლოოდ ჩაეხშოთ" - ირაკლი კვირიკაძე
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალისმიერი მეთოდებით დაკავების ფაქტს მსახიობი ირაკლი კვირიკაძე აფასებს.
როგორც მსახიობი "პირველებთან" ამბობს, რეჟიმი დღეს კრიტიკული ხმის საბოლოოდ ჩახშობას ცდილობდა, თუმცა მისივე განმარტებით, საპოლიციო ძალების ყველა მსგავსი ძალადობრივი ქმედება ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხისთვის არის განწირული.
ამაზე ნაკლებ მოქალაქესაც გადაგვიკეტია. დღეს, რასაც ცდილობენ, იყო სამარცხვინო, მაგრამ როგორც ხედავთ არ გამოუვიდათ, მაინც ვდგავართ აქ და ვართ საკმაოდ ბევრნი. ესე გავაგრძელებთ. დღეს იყო მცდელობა, რომ საბოლოოდ ჩაეხშოთ ჩვენი ხმა და საბოლოოდ გავეჩერებინეთ, მაგრამ ამისთვის ჩვენ სასიცოცხლოდ მომზადებულები ვართ და არ მგონია, რომ ეს გამოუვიდეთ," - ამბობს ირაკლი კვირიკაძე.
რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო - ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ოთხ ადამიანს დაადეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ