რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი დაკავებული ლევან სუთიაშვილია - თავაძე

10.02.25 23:27
რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი დაკავებული ლევან სუთიაშვილია - თავაძე

რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალების მიერ ერთ-ერთი დაკავებული პირი ლევან სუთიაშვილია - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ზაზა თავაძემ "პირველებთან" განაცხადა. 

მისივე ცნობით, ლევან სუთიაშვილი ყოფილი პრემიერის გუნდის თანამშრომელია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ამ დრომდე დაუდგენელია, სად ყავთ გადაყვანილი ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან სუთიაშვილი. 

ეს ადამიანი არის ფრაქცია "გახარია საქართველოს" თბილისის მძღოლი, თანამშრომელი. ის ემსახურება ჩვენს ფრაქციას, საკრებულოს თანამშრომელია, რომელიც ჩვენს ფრაქციას ემსახურება. ის იყო ჩვენს თანაპარტიელებთან ერთად და როდესაც მშვიდობიან პროტესტს გამოხატვადა, ამ დროს მოხდა დაკავება.

რეჟიმი ამ მეთოდებით პროტესტს ვერანაირად ვერ ჩაახშობს. 60%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქეების განწყობილია, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს და ხელისუფლება შეიცვალოს. არ ვიცით არც ლევან სუთიაშვილის და არც ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმდებარეობა", -ამბობს ზაზა თავაძე.

რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო - ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ.  

პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ოთხ ადამიანს დაადეს. 

დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა. 

მსგავსი სიახლეები