ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

11.02.25 10:10
ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეს, რომელსაც დუბაიში "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ, დღეს თბილისში, სახლთან იმ დროს დახვდნენ, როცა ძაღლს ასეირნებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

აქტივისტი ამბობს, რომ მას ჩასაფრება დილის 9 სააათზე მოუწყვეს და ფიზიკურ ანგარიშწორებაში 3 პირი მონაწილეობდა. მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. 

ჩამოვედი, ბრუნო ჩამოვიყვანე და თავს დამესხა სამი ნიღბიანი. კამერებთან. ვერავი შეაშინებთ. დრო არის, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერავის საერთოდ. დროა ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი გამოუშვან ვინც ციხეშია. მცემენ, მიმარტყამენ, მომარტყამენ არაფრის არ მეშინია. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევიან. მაგრა მოაწყეთ, დილის 9 საათზე ძაღლს რომ ვასეირნებ და უნდა მომვარდე და მცემთ, ძაან სასაცილოა. არ ვიცი ვინ იყვნენ, უცებ სამი კაცი მომვარდა ნიღბებით. მაღაზიაში შევედი და მერე წავიდნენ...ახლა პოლიციას გამოვიძახებ , ამ ყველაფერს აღვწერთ და მივყვები თავის გზაზე, როგორც საჭიროა. აი, ეგეთი ხალხია. გაუსწორეს, ახლა "აჩოტს" მისცემენ, რომ ვცემეთო, ჩვენ ჩვენი გავასწორეთო იქო [აბუ დაბიში] რაც ქნაო. სასაცილოა, რომ იმის შემდეგ სამი კაცი უნდა მომვარდეს და დამარტყას. იქ არ იყვნენ თუ რამე უნდოდათ? " - ამბობს ვიდეომიმართვაშო გაბიტაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს აბუ დაბიში ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  რეჟიმის მსახურებმა მოქალაქეზე თავდასხმა სავარაუდოდ დაგეგმეს და სასტუმროს სასადილოში გაუსწორდნენ.