გვიან ღამით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე შავფორმიანებმა მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)
"ბახტრიონის ქუჩიდან ე.წ. შავ ფორმიანმა პოლიციელებმა მანქანაში ჩატენეს გიორგი კეკელიძე" - ინფორმაციას და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ სილაგაძე აქვეყნებს.
საუბარი არაა მწერალ გიორგი კეკელიძეზე.
ვიდეო მასალაში ჩანს, როგორ ესხმის მას თავს რამდენიმე პოლიციელი, გადაჰყავთ ავტომობილიდან და როგორ უსწორდებიან ჯგუფირად ფიზიკურად.
"რატომ სცემეთ"? - მიმართავს ადგილზე მყოფი ქალი ივანიშვილის პოლიციას.
მსგავსი სიახლეები
27.10.26 13:22
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ