დაკავებულთა შორის 31 წლის სანტექნიკოსია - ცოლის თქმით, კახა თუმანიშვილი მაშინ დააკავეს, როცა მას აგრესიული პოლიციელებისგან იცავდა

11.02.25 11:25
დაკავებულთა შორის 31 წლის სანტექნიკოსია - ცოლის თქმით, კახა თუმანიშვილი მაშინ დააკავეს, როცა მას აგრესიული პოლიციელებისგან იცავდა

უწყევტი პროტეტის 75-ე დღე და დაკავებების სერია რუსთაველზე - პოლიცია ხალხს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევდა, რასაც დაკავების და ძალადობის მთელისერია მოჰყვა. დაკავებულია ხუთამდე პირი, მათ შორის ერთი სანტექნიკოსი კახა თუმანიშვილია.

31 წლის კაცის ცოლი "პირველებთან" პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. ამბობს, რომ გომელაურის რაზმის თანამშრომლები ეჯაჯგურებოდნენ, რა დროსაც ქმარი წინ გადაუდგა და იმის გამო რომ ცოლს აგრესიული პოლიციელებისგან იცავდა, დააკავეს. 

ძალიან მნიშვნელოვანი ეს სამშობლო ჩვენთვის, არ შევუშინდებით არაფერს, არც დაკავებას - ამბობს დაკავებული სანქტექნიკოსის მუეღლე. 

მოწოლა გააგრძელა პოლიციამ და ხალხის რეაქცია იყო ეგ, რომ მიაწვნენ მეორე მხრიდან. მიწოლის დროს პოლიციელები დაეხმარნენ კიდე და ბევრი პოლიცია მოგროვდა. ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად გავეკავებინეთ. რაღაც მომენტში მოვყევით ისე, რომ ორი პოლიციელის წყობაში ვიყავით. ორივე მხრიდან პოლიცია იდგა. კახამ, რომ დაინახა, რომ მე მეჯაჯგურებიან გადამიდგა წინ. მე კაპიშონი მეფარა და ესო გოგო არისო და ეს წაიყვანეთ ესო. ეგრევე კახა წაიყვანეს, ვეცადე შემეჩერებინა, მაგრამ ძალიან ბევრი იყვნენ და ჩემ თხოვნაზე, რომ ჩემი ქმარი არ დაიჭიროთო "გადაეთრეულიყავი და არ დაიჭერდნენო" მომაძახეს პოლიციელებმა. ნუ მიდებთო ხელს მტკივათქო ვეუბნებოდი და "დაწყნარდი და არ მოგკიდებო" ძალიან აგრესიულად ესე მათრიეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, გვინდა აქ ყოფნა რა. სადაც არ უნდა ვუთხრა არსად არ წამომყვება კახა და ძალიან მნიშვნელოვანი ეს სამშობლო ჩვენთვის, არ შევუშინდებით არაფერს, არც დაკავებას" - ამბობს დაკავებულის მეუღლე.

გომელაურის უწყების ინფრომაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისას 4 პირი დააკავეს, საიდანაც ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ხელწერილით გაათავისუფლეს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც პარლამენტის მანდატი აქვს და იმუნიტეტი იცავს და კიდევ ერთი ადამიანი. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ორი პირი. 

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.