"ჩმორი, მონა და არარაობაა" - ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მისი დაკავების ბრძანება პირადად სერგი ბზიშვილმა გასცა

ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე პოლიციელებმა ძალის გადამეტებით დააკავეს, თავისუფალია.
პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრი ამბობს, რომ მისი დაკავების ბრძანება პირადად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა გასცა.
გავეშებული დუქნის ლომები დამესივნენ, მშიშარა, ჩმორი ბზიშვილი გაიქცა - ამბობს გოგიჩაიშვილი "პირველებთან".
სერგო ბზიშვილი არის ეს არარაობა კაცი, ჩმორი კაცი, ეს არ არის პოლიციელი. ეს არის ჩვეულებრივი მონა და ხულიგანი. ის მშიშარაა, გაიქცა და დატოვა რიგითი პოლიციელები, უთხრა დააკავეთო და მეცა გავეშებული დუქნის ლომები დამესივნენ. მეჭიდავებოდნენ. ბევრნი იყვნენ. ბატონმა ბზიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული პრობლემები ექნება. ვერ დაგიცავს შე უბედურო ვერავინ. დაიმახსოვრე ჩემი სახე, ჩემი სახელიც და გვარიც და შენ რა გელის, როდესაც შენი ხელისუფლება შენს ქვეყანას მოშორდება. შენ ხარ ჩვეულებრივი ბანდიტი. სადაც გადამაწყდები აქციაზე, ყოველთვის გაგჩემ საკადრის პასუხს შენს ბანდფორმირებასთან ერთად", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისას 4 პირი დააკავეს, საიდანაც ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ხელწერილით გაათავისუფლეს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც პარლამენტის მანდატი აქვს და იმუნიტეტი იცავს და კიდევ ერთი ადამიანი. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ორი პირი.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.