ვერ დაგვაშინებენ! - ლაშა გაბიტაშვილი მასზე თავდასხმას აბუ დაბის გაგრძელებად აფასებს

11.02.25 11:13
ვერ დაგვაშინებენ! - ლაშა გაბიტაშვილი მასზე თავდასხმას აბუ დაბის გაგრძელებად აფასებს

აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმას აბუ დაბის გაგრძელებად აფასებს. ამის შესახებ მან "პრველებთან" ისაუბრა. აქტივისტის თქმით, ის, რაც "ოცნების" დეპუტატებმა აბუ დაბიში ვერ მოახერხეს, ახლა საქართველოში სხვების ხელით შეასრულეს.

გაბიტაშვილი დარწმუნებულია, რომ მომხდარი მის დაშინებას ემსახურება, თუმცა ამბობს, რომ არ ეშინია და რეჟიმის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს.  

ყველაფერი მოხდა ჩემს სახლთან. სამი ადამიანი იყო, დაფარული ჰქონდათ სახე. გუშინ ვიყავი აქციაზე ლაივი ჩავწერე და ალბათ სპეციალური დავალებაც მისცეს, რომ გამოეგზავნათ ნიღბიანი ხალხი, თორემ არანიღბიანები აბუ დაბიში იყვნენ და რა თქმა უნდა, განსხვავება დიდი იქნება. აბუ დაბის სასამართლო და პოლიცია როგორ მუშაობს თავდამსხმელებზე და საქართველოში როგორ იმუშავებენ საგამოძიებო უწყებები თავისი პროკურატურით და სასამართლო. მე არავინ მყავს ისეთი და არც არაფერს ისეთს არ ვსაქმიანობ, რომ ვინმეს ჰქონდეს თავში, რომ თავს დამესხას. აბუ დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, გამოაგზავნეს სხვა შემსრულებლები, რომ დაესრულებინათ ეს ამბავი. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ, - ამბობს გაბიტაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით სამი ნიღბიანი თავს სახლთან, იმ დროს დაესხა, როცა ის ძაღლს ასერინებდა. ის ახლა ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

უზნაძის ქუჩაზე, სადაც ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით თავს დაესხნენ, კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები "პირველებს " უდასატურებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არ ამბობენ, ამოიღებულია თუ არა ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

13 იანვარს "ოცნების" დეპუტატები ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად აბუ დაბიში გაუსწორდნენ. წინა დღეს აქტივისტმა მათ "მონები" და "რუსები" ეძახა.