"პირველების" ინფორმაციით, გუშინ აქციაზე ომარ ოკრიბელაშვილის მამა დააკავეს

11.02.25 11:37
"პირველების" ინფორმაციით, გუშინ აქციაზე ომარ ოკრიბელაშვილის მამა დააკავეს

"პირველების" ინფორმაციით, გუშინ აქციაზე ომარ ოკრიბელაშვილის მამა დააკავეს.

"პირველები" დაკავებულის ადვოკატს ესაუბრა, თუმცა დავით გამყრელიძე დეტალებზე არ საუბრობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამბობს,  ოკრიბელაშვილს პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

  • უწყევტი პროტეტის 75-ე დღე და დაკავებების სერია რუსთაველზე - პოლიცია ხალხს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევდა, რასაც დაკავების და ძალადობის მთელისერია მოჰყვა. დაკავებულია ხუთამდე პირი.

ცნობისთვის, ომარ ოკრიბელაშვილი "ჯებირების საქმის" ერთ-ერთი ბრალდებულია. 

შეგახსენებთ, რომ ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ.

ცნობისთვის, 20 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.