რეჟიმი აქტივისტების გასამართლებას აგრძელებს - საქალაქო სასამართლოში დილიდან პროცესები მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში აქტივისტების გასამართლების სპეოცოპერცია გრძელდება - დილიდან პროევროპული აქციების მონაწილე მოქალაქეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ნაწილი კი უკვე 5 000 ლარით დააჯარიმეს. ყველა მათგანს გზის გადაკეტვას ედავებიან.
როგორც აქტივისტები ამბობენ, ისინი თავისუფალი სიტყვის გამო ისჯებიან და "ქართული ოცნება" ამ ჯარიმებით მოქალაქეების დაშინებას ცდილობს, თუმცა მათი თქმით, ეს შედეგს ვერ გამოიღებს.
16 იანვრის საქმეს გვედავებიან, როგორც დამიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და ჩაგვაყენე საქმის კურსში. გუშინ, ჩემს მეგობარს ჰქონდა სასამართლო პროცესი, იურისტმა საფუძვლიანად დაასაბუთა ყველაფერი, რისი გათვალისწინებაც შეეძლო მოსამართლეს, მაგრამ სამწუხაროდ სტანდარტული შედეგი გახდა და 5 000 ლარით დააჯარიმეს. დღეს, ჩემი პროცესია ჩანიშნული განსხვავებას მეც არ ველოდები. ერთი ის არის გასათვალისწინებელი, რომ ამ ხნის მანძილზე შუქნიშანზეც კი არ გადავსულვარ წითელზე, არ დამირღვევია არაფერი. სასამართლოში პირველად ვარ. ეს პროცესები ალბათ ემსახურება ხალხის დაშინებას და დაზაფრავს. სამშობლოს გულისთვის პროტესტის გამოხატვა, მითუმეტეს, როცა ქვეყანა კონსტიტუციიდან არის გასული და საზოგადოებას ამას აპროტესტებს, მიმაჩნია ჯანსაღ პროცესად"- ამბობს მოქალაქე.
ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა აქტივისტის პროცესზე ერთ და იმავე სცენარს იყენებს და მტკიცებულებად ერთ დაზუმებულ კადრს წარადგენს, სადაც რეალურად არ ჩანს მონაწილეობდა თუ არა მოქალაქე გზის გადაკეტვაში.
ვიცავ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც 16 იანვარს ედავებიან გზის გადაკეტვას. სამწუხაროდ ჯერ არ გაქვს მასალები. გავეცნობით აღნიშნულ მასალებს და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით პოზიციაზე. ძირითად, როგორც მოსალოდნელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ზოგად კადრს და დაზუმებულ კადრს, რეალურად იყო თუ არა გზის გადაკეტვა და რაში მონაწილეობდა პიროვნება, ამას უკვე სასამართლოში წარმოვადგენთ" - ამბობს ადვოკატი.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ