პუტინისა და ორბანის მხარდამჭერმა ჟურნალისტმა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა
ირაკლი კობახიძის ინტერვიუ პუტინისა და ვიქტორ ორბანის მხარდამჭერ ჟურნალისტთან. ინტერვიუს ამსახველ ფოტოებს კობახიძის ადმინისტრაციიდან შვეიცარიელი ჟურნალისტი როჯერ კოპელი აქვეყნებს.
კოპელი 2006 წლიდან ყოველკვირეული შვეიცარიული გამოცემის ჟურნალისტი და მფლობელია. ღია წყაროებში მასზე ნათქვამია რომ, ის იყო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც 2024 ივლისში, მოსკოვში თან ახლდა ვიქტორ ორბანს. ორბანთან მისი ფოტოები კოპელს თავისივე სოციალურ ქსელში აქვს განთავსებული.
ახლო კავშირები აქვს სერბეთის პრემიერმინისტრ მილოშ ვუჩევიჩთან, რომელიც ცოტახნის წინ ანტისამთავრობო აქციების ფონზე გადადგა.