"მოსამართლე ალბათ ზევიდან ბრძანებას ელოდება, ისეთი ისტორია დევს საქმეში, ალბათ იჭედებიან" - სხვიტარიძის დედა

11.02.25 14:02
"მოსამართლე ალბათ ზევიდან ბრძანებას ელოდება, ისეთი ისტორია დევს საქმეში, ალბათ იჭედებიან" - სხვიტარიძის დედა

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია - შემდეგი პროცესი 20 თებერვასლ ჩაინიშნა. 

დაკავებულის დედას ეჭვი აქვს, რომ "მოსამართლე ზევიდან ელოდება ბრძანებას", რადგან არ იცის, თუ რა გადაწყვეტილება გამოაცხადოს მისი შვილის საქმზეზე. 

"ელოდება, ისეთი ისტორია დევს საქმეში, ალბათ იჭედებიან" - ამბობს სხვიტარიძის დედა. 

ცეცხლი ოლიგარქიას. მოსამართლის რეპლიკა იყო "მეტი რა ვქნათ", ამიტომ აღარ ვაგრძელებთ. აზრი აღარ აქვს კითხვების დასმას. მოსამართლე ალბათ ელოდება ბრძანებას ზევიდან, იმიტომ რომ აქ ისეთი ისტორია დევს, რომ ცოტა დასაფიქრებელია თვითონ მოსამართლისთვისაც და ალბათ ე.წ. დღევანდელი მთავრობისთვისაც. ეს დამამტკიცებელი ბევრი ცუდი ფაქტი აქვთ მათ და ამაში ძალიან იჭედებიან და როგორ მოიქცნენ არ იციან. ამიტომ წელავენ საქმეს და წელავენ სიტუაციას. ცდილობენ, რომ ნერვებიდან გამოგვიყვანონ, მაგრამ არ გამოვდივართ ნერვებიდან. ჩვენ ვუძლებთ ყველაფერს და აუცილებლად გავუძლებთ. ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. ცეცხლი ოლიგარქიას", - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა.

საბა სხვიტარიძე რეჟიმი ბერას ძმაკაც პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.