ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელიც დევნილთა პრობლემებით ითბობს ხელს, პასუხს აგებს სამართლებრივად - ლანა გალდავა
"ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკის ქმედება იქნება დასჯილი და მათ მოუწევთ პასუხი აგონ სამართლებრივად იმაზე, რომ ხელს ითბობენ დევნილთა პრობლემებით". - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც ზამირ კვეკვესკირის, გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
- 27 იანვარს, ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები 5 დღის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დევნილების მიმართ საბინაო პოლიტიკა კვლავ რჩება ბუნდოვანი.
"ძლიერი საქართველო" დევნილებს ჰპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ისინი საკუთარ ქვეყანაში თავს დაცულად იგრძნობენ და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში იცხოვრებენ.
რამდენიმე დღის წინ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროს უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღებთან პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა. ეს არის არის პირველი შემთხვევა, იგივე ტრაგიკულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2010, 2012, 2022 წელს, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ამ მძიმე გაკვეთილებიდან ვერ მიიღო ვერანაირი გაკვეთილი, როგორ გამოესწორებინა მდგომარეობა.
32 წლიანი დევნილობის შემდეგ ზამირ კვეკვესკირს კვლავ უარი უთხრა "ქართულმა ოცნებამ" საცხოვრებელი სახლის მიღებაზე და ამით გახდა მისი თვითმკვლელობის მონაწილე, მიიყვან ის თვითმკვლელობამდე. საბინაო და გასახლების პოლიტიკა დევნილთა მიმართულებით არის აბსოლუტურად ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე და არის აბსოლუტურად კორუფციული. ამის შესახებ ჩვენ ყოველდღიურად გვიყვებიან დევნილები და ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანა ჩაძირული არის კორუფციაში, ნეპოტიზმში. კვლავაც რჩება, 50 000- ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე და ასეულობით ადამიანი არის ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში. მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში.
აუცილებელია, რომ გადაიდგას ნაბიჯები ამ ადამიანთა დასახმარებლად. "ქართული ოცნების" მხრიდან ყველანაირი იმედი არის ამოწურული. ერთადერთი გზა რჩება, რომ ვუთხრათ ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს მათი ქმედებები აუცილებლად იქნება დასჯილი, აუცილებლად აგებენ სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ხელს ითბობენ დევნილთა პრობლემებით. იმის გამო, რომ აქვთ ნეპოტიზმური და კორუფციული სქემები, რომლის შესახებაც ჩვენ ყოველდღიურად გვიყვებიან დევნილები. დევნილები ახსენდებათ მხოლოდ არჩევნების პერიოდში, ახსენდებათ მაშინ, როდესაც მათ იყენებენ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის და მათთან ყოველთვის შანტაჟით არის საცხოვრისების გადაცემის საკითხი.
ჩვენ, "ძლიერი საქართველო" ვპირდებით დევნილებს, რომ აუცილებლად როცა ხელისუფლებაში იქნება ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან მოქალაქეზე ორიენტირებულები, საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირები სანამ დაბრუნდებიან აუცილებლად იქნებიან დაცულები და იცხოვრებ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში", - განაცხადა ლანა გალდავამ.