ავარია ვაშლიჯვარში - ავტომობილი ქვეითს შეეჯახა და ამობრუნდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაშლიჯვარში. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს შეეჯახა, მანქანა კი ამობრუნდა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და საპატრულო პოლიციის დანაყოფები არიან მობილიზებულნი.
ფოტო: "ჩემი ქალაქი მკლავს"
მსგავსი სიახლეები
27.10.26 13:22
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ