მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა ყოველდღიურად უარესდება - ჟურნალისტისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა სასამართლოში ხვალ შევა
მზია ამაღლობელის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. შუამდგომლობა სასამართლოში ხვალ შევა. პარალელურად უფლებადამცველების მოთხოვნაა, რომ ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს. ამაღლობელი პოლიტიკური დევნილია და ახლა სასამართლოზეა დამოკიდებული, გაბედავს თუ არა მოშიმშილე ჟურნალისტის გათავისუფლებას.
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად უარესდება. შიმშილობის 32-დღეს მას გადაადგილება უჭირს და ორგანოების ფუნქციის მოშლის რისკის წინაშე დგას. ამაღლობელი ამ დროისთვის მედიკოსების 24 საათიანი მონიტორნგის ქვეშ არის, თუმცა ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ხანგრძლივი შიმშილობის ფონზე მდგომარეობა ნებისმიერ დროს დამძიმდეს.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.