ივანიშვილის განაჩენი მზად არის - ბრიუსელში საქართველოზე მკაცრი რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადებიან
ოლიგარქის განაჩენი მზად არის - ბრიუსელში საქართველოზე მკაცრი რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადებიან. ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 სხავადახვა ვერსიაა დარეგისტრირებული და ყველა ერთმანეთზე უარესი რეჟიმისთვის.
ევროპა ხედავს მწვავე პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში, ეჭვი არ ეპარება რუსული გავლენების არსებობაში და მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომლის მთავარი მოთხოვნები ევროდეპუტატებმა ერთი-ერთში გაიზიარეს.
"ოცნებაში" კი დიდი პანიკაა. ზუსტად იციან, რა პოლიტიკური წონა აქვს დოკუმენტს, რომელიც ევროკომისიის მომავალი მოქმედებისთვის სახელმძღვანელო იქნება. იციან, რა ელოდებათ სანქციების ამოქმედების შემთხვევაში - თვითაღიარებული რეჟიმისთვის საზღრებთან ერთად ევროპის ყველა პოლიტიკური კარიც იხურება.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.